ვისაც ვოლტერი არ წაუკითხავს – წავიკითხოთ თუ არა ვოლტერი?!

ფრანსუა მარი არუე, იგივე ვოლტერი. XVIII საუკუნის ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. შესაშურია ვოლტერის შრომისნაყოფიერება, მისმა მრავალმხრივმა შემოქმედებითმა მემკვიდრეობამ 99 ტომი შეადგინა.
ვოლტერის შეხედულებები და პრაქტიკული საქმიანობა ხშირად წინააღმდეგობრივი ხასიათისაა – ის რელიგიას ებრძოდა, მაგრამ საკუთარი ხარჯებით ეკლესია ააგო, რომელსაც ამშვენებდა წარწერა “ღმერთს ვოლტერისაგან”; აბსოლუტურ მონარქიას ებრძოდა და კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო.
ჩვენში ბევრი ვოლტერს რწმენისათვის “საშიშ” მწერლად მიიჩნევს. მის მიერ რელიგიოუს წინააღმდეგ გამოთქმული შეხედულებები აფორიაქებთ. მაინც რას ამბობდა ვოლტერი ასეთს – 1755 წელს ლისაბონში მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი დაანგრია და 30000 ადამიანი იმსხვერპლა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ვოლტერი სვამს კითხვებს “ არ იცოდა რა მოხდებოდა? არ სურდა მისი აცილება? თუ არ შეეძლო? დაღუპულები უფრო ცოდვილნი იყვნენ ვიდრე პარიზის მცხოვრებნი, რომლებიც ამ დროს მხიარულობდნენ? რატომ ხდება, რომ ამქვეყნად სათნო ადამიანები ხშირად ისჯებიან, ხოლო არამზადები ბედნიერნი არიან?. ეს კითხვები ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს აწვალებდა და დღესაც აწვალებს. ანალოგიური კითხვები აწვალებდა არაერთ საეკლესიო მწერალს. სგავს კითხვებს სვამდნენ და გადაწყვეტის გზებს სახავდნენ დოსტოევსკი, ტოლსტოი, ნეტარი ავგუსტინე, პასკალი და მრავალი სხვა მოაზროვნე. ანალოგიურ საკითხებზე წერდნენ როგორც ანტიკური პერიოდის ასევე შუა საუკუნეების მოაზროვნეები (მწერლები, ფილოსოფოსები). ვოლტერის დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ “ძველი” სრულიად ახალ ძალას იძენდა. მას ჰქონდა უნარი ეპოქალური ამოცანა რაიმე კონკრეტული ფაქტისათვის დაეკავშირებინა და ამით აბსტრაქტული იდეისათვის სრული კონკრეტულობა და რეალური ძალა მიენიჭებინა” (გ. თევზაძე. Aხალი ფილოსოფიის ისტორია. ნაწილი პირველი).
ვოლტერის მრავალფეროვან შემოქმედებაში ცალკე გამოყოფენ ე.წ. ფილოსოფიურ მოთხრობებს (ზადიგი, კანდიდი, ბაბილონის პრინცესა და სხვები).
Kანდიდი ანუ ოპტიმიზმი არის ვოლტერის ერთ-ერთი საუკეთესო ფილოსოფიური მოთხრობა, რომელშიც გაპამპულებულია გერმანელი ფილოსოფოსის ლაიბნიცის აზრი “ყველა სამყაროთა შორის საუკეთესო” სამყაროს შესახებ. მოთხრობაში გულუბრყვილო და გულწრფელი ლაიბნიციანელის (ოპტიმისტის) სახით გამოყვანილია კანდიდის მეგობარი პანგლოსი – ”მართლა ჩემო ძვირფასო – ჰკითხა მას კანდიდმა, – როდესაც გახრჩობენ, უმოწყალოდ გცემენ, გალერაზე ნიჩბებს უსვამდით, მაინც ფიქრობდით, რომ ქვეყნად ყოველივე უკეთესისკენ მიემართება?
-მე ყოველთვის ჩემს უწინდელ აზრზე ვდგავარ, -უპასუხა პანგლოსმა, -რადგან, ბოლოს და ბოლოს, მე ფილოსოფოსი ვარ და ჩემი აზრების უარყოფა არ შემფერის, შეუძლებელია, ლაიბნიცი ცდებოდეს; წინასწარ დადგენილი ჰარმონია ამქვეყნად ისევე მშვენიერი რამ არის, როგორც სამყაროს სისრულე და არაწონადი მატერია”. მაგრამ პანგლოსის იდეა კანდიდთან მოგზაორობისას თავს გადახდენილ ფათერაკებთან (ხშირად ფანტასტიკის სფეროდან) ერთად იმსხვრევა, კანდიდის ეჭვი ძლიერდება……. . . შინ დაბრუნებული კანდიდი მეგობრებთან ერთად ბაღს ამუშავებს და ალბათ ფიქრობს ჭეშმარიტად ეს სამყარო არ არის საუკეთესო საუკეთესოთა შორის, რადგან აქ ბატონობს ბევრი ისეთი რამ რაც აბსოლუტურად საფუძვლიანად გვაფიქრებინებს, რომ “ეს ის არ არის”.
ამის გარდა ძალიან ბევრ სასარგებლო რამეს იპოვის მკითხველი კანდიდში, აქ არის უტოპიური სახელმწიფო ელდორადოში, მოგზაურობა დედამიწის სხვადასხვა მხარეში, ფათერაკები, სხვადასხვა ჯურისა და მრწამსის ხალხი, არაიშვიათად ფილოსოფიური წიაღსვლები და ა. შ. რაც მთავარია ვისაც “სქელი” წიგნების “ეშინია” კანდიდი სულ რაღაც 111 გვერდია, იკითხება მარტივად და საინტერესოდ.
ვისაც წაკითხვა სურს –ვოლტერი ფილოსოფიური მოთხრობები. მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა. 1992 წ.

დატოვე კომენტარი

Filed under ლიტერატურა, წერილები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s