კენ კიზი – „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“

ამერიკელი მწერლის კენ კიზის (1935-2001) „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. ნაწარმოები, რომლის მთავარი თემა დიქტატურისა და თავისუფლების მოყვარული ადამიანის შეჯახებაა, რათქმა უნდა მიუღებელი იყო საბჭოთა სისტემისათვის და შესაბამისად აკრძალულიც იყო. ჩვენში, ამ ნაწარმოების მიხედვით მილოშ ფორმანის მიერ შესანიშნავად გადაღებულ ფილმს უფრო იცნობენ ვიდრე მხატვრულ ტექსტს. ფილმს მართლაც დიდი წარმატება ხვდა წილად, მიიღო რა ხუთი მთავარი „ოსკარი“ – საუკეთესო ფილმის, რეჟისურის, მსახიობი ქალის, მამკაცის და სცენარისათვის, რამაც კიდევ უფრო გაზარდა წიგნის პოპულარობა.
რომანი „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ შეიძლება წაკითხულ იქნეს, როგორც ბუკვალურად (პირდაპირ) ასევე გადატანითი (სიმბოლური) მნიშვნელობით.
ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომელშიც არსებული ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი და აპოლოგეტი არის ექთანი მის რეჩედი. რეჩედი არის ქალი, რომელსაც არ გააჩნია ადამიანური გრძნობები, პირადი ცხოვრება, „სქესი“ და სახეზე მუდმივად ცივი გამომეტყველება დასთამაშებს. მისთვის ერთადერთი ცხოვრება არსებობს – ყველა მეთოდით შეინარჩუნოს სისტემის ქმედითუნარიანობა და პაციენტები ამყოფოს მონურ მდგომარეობაში. ის იყენებს არაადამიანური მოპყრობის თითქმის ყველა მეთოდს დაწყებული გადაადგილების შეზღუდვით და დამთავრებული ლობოტომიით. საინტერესოა ის ფაქტი რომ „ჩვენი“ მის რეჩედების მსგავსად რეჩედი დარწმუნებულია რომ მისი ქმედებანი ერთ ჰუმანურ მიზანს ემსახურება – საზოგადოებას დაუბრუნოს ზომბირებული და თავისუფლების განცდის უნარდაკარგული ხალხი. ამისათვის იყენებს ტოტალიტარული სისტემებისათვის დამახასიათებელ მეთოდებს – „თერაპიული საზოგადოების თეორიას“. „საზოგადოება წყვეტს, ვინ ნორმალურია და ვინ არა, შენ კი საზოგადოების ერთ-ერთო რიგითო წევრო კეთილი ინებე და მოერგე, შეეწყვე ამ საზოგადოებას“; „არ უნდა არსებობდეს ადამიანისათვის პირადი საიდუმლო ინფორმაცია… „; „რაც შეიძლება მეტად დავუახლოვოთ აქაურობა იმ დემოკრატიულ, თავისუფალ ყოფას, რომელშიც საავადმყოფოში მოხვედრამდე გიცხოვრიათ. გვინდა შიდა სამყაროს სახით შევქმნათ იმ დიდი, გარე სამყაროს ზუსტი ასლი, სადაც ერთ მშვენიერ დღეს ისევ დაიკავებთ კუთვნილ ადგილს“.
ამ ტოტალიტარულ სისტემას ეჯახება ერთი უბრალო ჩხუბისთავი, ყომარბაზი და ციხეებ მოვლილი ადამიანი – მაკმერფი. მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აგზავნიან ერთი მიზეზით, დაადგინონ არის თუ არა მაკმერფი ამ დაწესებულების „პაციენტი“. ამასთან ერთად მაკმერფის კიდევ ერთი „ცუდი“ თვისება აქვს – თავისუფლება მთელი სისავსით უყვარს. მაკმერფის მოქმედებების შედეგად მის რეჩედის მიერ შექმნილ სისტემას ბზარები გაუჩნდა. მაგრამ სისტემა რისი სისტემაა თუ მან ძალისმიერ მეთოდებს არ მიმართა – მაკმერფის რამოდენიმეჯერ უტარებენ ელექტროშოკურ თერაპიას ერთი მიზეზით დამორჩილდეს სისტემის პრინციპებს. მაკმერფიმ საავადმყოფოში შეიტანა თავისუფლების დიონისური ელემენტები ღვინო და ქალები. დაუმორჩილებელი პაციენტი არის საავადმყოფოს ბინადართა გმირი, რომელიც მათში აღტაცებას იწვევს.
რეჩედის მუდმივმოქმედი პრინციპი „მიზანი ამართლებს საშუალებას“ ისევ ძალაშია და მაკმერფის დასამორჩილებლად მიმართავს უმძიმეს ფორმას – ლობოტომიას (თავის ტვინის თეთრი ნივთიერების წარმომქმნელი ნერვული ბოჭკოების გადაჭრის ოპერაცია), რის შედეგადაც ადამიანისაგან რჩება კვაზიადამიანი – „კომბოსტო“ (კენ კიზის ტერმინია). ოპერაციის შედეგად მაკმერფი სიკვდილს ებრძვის, იტანჯება, წვალობს – რისგანაც მას ბრომდენი იხსნის (ბალიშის დახმარებით).
ბრომდენი საკვანძო პერსონაჟია, რომელიც უკვე ათი წელია თავისი ნებით იმყოფება დაწესებულებაში და თამაშობს ყრუ-მუნჯის როლს. სწორედ ნახევრად ინდიელი ბრომდენი გაიქცევა საავადმყოფოდან და ეზიარება თავისუფლებას.
ვინ გაიმარჯვა – მაკმერფიმ თუ სისტემამ!?
მაკმერფიმ თავისი ქმედებებით ტოტალიტარულ რეჟიმს გაუჩინა ბზარი და გაჭრა გზა თავისუფლებისაკენ.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მაკმერფის მსგავს ადამიანებს სდევნის და სჯის რეჟიმი. სანამ ამ სამყაროში ორი ადამიანი მაინც იარსებებს იქნება კენ კიზის უკვდავი რომანის არსებობის აუცილებლობა.
… ხოლო მაკმერფი, ვითარცა მოსე ვერ შევიდა აღთქმულ ქვეყანაში. ხოლო ბრომდენი ვითარცა აარონი მოსეს გაკვალული გზით ეწია მიზანს – ნანატრ თავისუფლებას.

%(count)s კომენტარი

Filed under ლიტერატურა, წერილები

One response to “კენ კიზი – „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“

  1. კენ კიზისა და ფშაველას მსგავსებაზე თუ გიფიქრია? ლექსიკურ-სემანტიკურ მსგავსებას არ ვგულისხმობ, იდეაა აქ მნიშვნელოვანი-სისტემასთნ ბრძოლა. ჯოყოლაც, ალუდაც, მინდიაც სისტემას ებრძვიან, გარკვეულწილად. ყველა მარცხდება. ეს მარცხიც ლოგიკურია. არათანაბარი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს. მაგრამ თითოეული მათგანი ხდება მათივე დამმარცხებელი იდეოლოგიის ჩამოშლის მიზეზი. ჯოყოლა და ალუდა საუკუნეებით გამყარებულ წესრიგს დაუპირისპირდა, მინდიასთან უფრო ღრმა კონფლიქტია, თუმცა მიზეზი აქაც მსგავსია-გაუცხოება საზოგადოებრივ შეხედულებათა სისტემასა და შინაგან რწმუნებას შორის. ალუზია ნამდვილად არის. ზოგადად, ლიტერატურას აინტერესებს ადამიანი, მისი ქცევა და ყველაზე გამოუვალ სიტუაციაში ადამიანად დარჩენის პროცესი.ყველა დიდ მწერალს აქვს ეს ხაზი განხილული. მათ შორის, კენ კიზს, ფოლკნერს, ორუელს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s