დენი დიდრო – „მონაზონი“

დენი დიდრო (1713-1784) ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი დაიბადა ქ. ლანგრში, საჭრელი იარაღების ოსტატის ოჯახში. იეზუიტების სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლას პარიზში აგრძელებს. 1749 წელს დიდროს აპატიმრებენ ათეიზმის ბრალდებით. დიდროს უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა ფრანგული განმანათლებლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი 28 ტომიანი „ენციკლოპედია, ანუ მეცნიერებათა, ხელოვნებათა და ხელობათა განმარტებითი ლექსიკონი“. „ლექსიკონი“ საფრანგეთში აკრძალულ წიგნთა სიაში იქნა შეტანილი. რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ, რომელიც საკუთარ თავს ვოლტერის მოწაფედ მიიჩნევდა, დიდროს შესთავაზა საფრანგეთში აკრძალული „ენციკლოპედიის“ პეტერბურგში ან რიგაში გამოცემა. დიდრო ეკატერინე II-ის მიწვევით 5 თვე იმყოფებოდა რუსეთში და პეტერბურგის აკადემიის წევრადაც აირჩიეს.
დენი დიდროს ლიტერატურული მემკვიდრეობა მრავალმხრივია – ფილოსოფია, მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო შინაარსის „ლექსიკონი“ („ენციკლოპედიაში დიდრომ 1000-ზე მეტი წერილი გამოაქვეყნა). დიდროს ფილოსოფიური მემკვიდრეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „სკეპტიკოსის გასეირნება ანუ ხეივნები“, „წერილები ბრმებზე“, „დალამბერისა და დიდროს საუბარი“.
დიდრომ, როგორც კათოლიკური ეკლესიის შეურიგებელმა მტერმა, თავისი შეხედულებები მხატვრული ფორმით ასახა მის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებში – „მონაზონი“. როცა „მონაზონს“ კითხულობ, გგონია, რომ ის ჩვენს დღევანდელობაზე წერს. ის პრობლემები რომლებიც დასმულია ნაწარმოებში დღესაც მეტად აქტუალურია – ადამიანი, როგორც განვითარების სუბიექტი და არა აღზრდის ობიექტი; ადამიანის უმთავრესი ღირსება თავისუფალ არჩევანში ვლინდება და არა სხვის მიერ თავმოხვეულ აზრში; სიკეთე იძულებითი კატეგორია არ არის, ერთი სქესის ადამიანთა ერთმანეთისადმი ხორციელი ლტოლვა; ადამიანთა ჩაგვრა, დამცირება და მრავალი სხვა…
„მონაზონი“ ეს არის წიგნი ერთი ადამიანის დიდი ტრაგედიის შესახებ. ტრაგედია იმ გოგონასი, რომელსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ მონასტერში ტოვებენ. სიუზენისთვის მონასტერი არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე, რადგან ის აქ მისი შინაგანი სურვილის გათვალისწინების გარეშე მიიყვანეს – „ყოველ ადამიანს საკუთარი ხასიათი აქვს. მეც ამგვარი ვარ. თქვენ მოგწონთ მონასტრული ცხოვრება, მე მძულს. უფალმა თქვენ მონაზვნური ცხოვრების სიხარული გიბოძათ, მე კი – არა. თქვენ საერო ცხოვრებაში დაიღუპებოდით. აქ კი თქვენი გზა ხსნისა ჰპოვეთ. მე აქ დავიღუპები და ვგრძნობ, საერო ცხოვრება გადამარჩენს“. სიუზანი პირველ მონასტერში მონაზვნად აღკვეცის წინ უარს იტყვის მონაზვნობაზე, მაგრამ მერკანტილური და არა მხოლოდ მერკანტილური მიზეზებით მოტივირებული მშობლები არ ეშვებიან, სურთ რა ოჯახიდან მისი გაძევება – მეორე მონასტერში მიჰყავთ. სადაც სიუზანს აუტანელი დამცირების, ეშმაკეულად შერაცხვის, დილეგში ჩაგდების, ფეხით გადათელვის და მრავალი სხვა ტკივილის ატანა უწევს, რადგან მას არ სურს იყოს მონაზონი (ის მისი ნების საწინააღმდეგოდ აღკვეცეს). მონაზვნობა მისი შინაგანი აქტით არ არის განსაზღვრული. სიუზანის მცდელობითა და ადვოკატ მანურის დახმარებით ის სხვა მონასტერში გადაყავთ, სადაც სრულ კომფირტში უწევს ცხოვრება. კომფორტი მონასტრის წინამძღვრის „ხურვებითაა“ განპირობებული – მას სიუზანის ნორჩი სხეული მოსწონს…
…ბოლოს და ბოლო სიუზანი მონასტრიდან მაინც გაიქცევა და მისთვის ეგზომ ნანატრ თავისუფლებას მოიპოვებს.
დიდრომ იშვიათი ოსტატობით დახატა მშობლების ქონებას დახარბებული შვილების შინაგანი სამყარო, რომლებიც მომაკვდავი დედის თვალწინ დაიტაცებენ მემკვიდრეობას „ყველაფერი დაიტაცეს, ყველაფერი გაზიდეს და მომაკვდავი დედის თვალწინ ფულის გულისთვის ჩხუბი გამართეს“ ეუბნება დედა სიუზანს (ანალოგიური საკითხია დასმული მორიაკის „ასპიტთა ბუდეში“ და ტოლსტოის „ივან ილიჩის სიკვდილში“.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დიდრო ჩვენზე წერდა, დღევანდელ საზოგადოებაზე სადაც ადამიანი აღიქმება, როგორც აღზრდის ობიექტი და არა როგორც განვითარების სუბიექტი, სადაც თავისუფლება ადამიანის ბუნებრივი თვისება არ არის.

დატოვე კომენტარი

Filed under ლიტერატურა, წერილები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s