„მითხარი რომელ წიგნს კითხულობ და გეტყვი ვინ ხარ შენ“

„გადავწყვიტეთ, საქართველოშიც ჩაგვეტარებინა გამოკითხვა და მიგვეღო სურათი, თუ როგორია XXI საუკუნის პირველ ათწლეულში ჩვენი საზოგადოების ლიტერატურული მეხსიერება“, ამბობს “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” პროექტის იდეის ავტორი მარიკა დარჩია. საზოგადოების მიერ გაკეთებული არჩევანი მრავალ კითხვაზე (როგორია ჩვენი ლიტერატურული გემოვნება, რატომ მოხვდა წიგნების სიაში ზოგიერთი მეორეხარისხოვანი ნაწარმოები; მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველას აქვს ვეფხისტყაოსანი ან ვაჟა ფშაველა მაინც რატომ ყიდულობენ მათ…) იძლევა დამაფიქრებელ პასუხებს.
დიდმა ქართველმა ფილოსოფოსმა (სიმართლეს თუ ვიტყვით, ალბათ 4 ფილოსოფოსი თუ გვყავდა…) მერაბ მამარდაშვილმა ( რომლის მემკვიდრეობასაც ჩვენ ალბათ მხოლოდ ერთი ფრაზით ვიცნობთ) 1989 წელს ბარსელონაში წაკითხულ მოხსენებაში თქვა, რომ „ გარეგანი ავტორიტეტების გარეშე გაძლების რეალური უნარი, ძალა უყავარჯნოდ, სხვათა დაუხმარებლად, საკუთარ კიდურებზე დაყრდნობით სიარულისა; უნარი იმისა, რომ აღარ დაგვჭირდეს, ხელჩაკიდებული გაგვიძღვეს ვიღაც, რომ აღარ გვმართონ სხვებმა. ეს არის მოწიფულობის მდგომარეობა. ჩვენ არ ვიმყოფებით მოწიფულობის ამ მდგომარეობაში, ჩვენი ყოფიერება უფრო ბავშვობის ასაკის მსგავსია“. საზოგადოების მიერ შერჩეული 50 წიგნის მიხედვით მარტივად შეიძლება იმის განსაზღვრა თუ „რა ასაკის ვართ ჩვენ“.
„მოწიფულობის მდგომარეობის“ შემთხვევაში „ბუდენბროკების“ ნაცვლად უნდა აგვერჩია „ჯადოსნური მთა“; სიაში არ უნდა მოხვედრილიყო – პიუზო, რიდი, ვერნი (ამათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ…) ვერტერს „ალბათ“ სჯობდა ფაუსტი. ყველაზე უფრო დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ საერთოდ არ გაგვხსენებია – ფოლკნერი, კენ კიზი, კაფკა, ჯოისი, პასტერნაკი და მრავალი სხვა.

დატოვე კომენტარი

Filed under კრიტიკა, წერილები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s