თეოდორ დოსტოევსკის აზარტული თამაშების ავადმყოფური სურვილი ტანჯავდა. ევროპაში ყოფნისას ერთადერთი ადგილი სადაც თავს კომფორტულად გრძნობს ბადენ-ბადენისა და მონტე-კარლოს კაზინოებია. ისეა ჩაფლული აზარტის მორევში რომ ფეხმძიმე მეუღლეს ფული მოჰპარა და სამორინეში წააგო.
დოსტოევსკიმ აზარტული თამაშით „შეპყრობილი“ ადამიანის (ადამიანების) შესანიშნავი სურათი დახატა რომანში „მოთამაშე“. მოთამაშის” სიუჟეტი ვითარდება გერმანიის საკურორტო ქალაქში, სადაც რუსი გადამდგარი გენერლის ოჯახი და მისი შვილების ახალგაზრდა მასწავლებელი ალექსეი ივანოვიჩი მოგზაურობს. ალექსეის გენერლის გერი პოლინა უყვარს, პოლინას კი ფრანგი ქარაფშუტა მარკიზი დე გრეი. გენერლის ოჯახი რუსეთიდან მდიდარი ბებიის გარდაცვალების ცნობას და შესაბამისად მემკვიდროებას ელოდება. მაგრამ გენერლის (რომელსაც ძალიან ბევრი ვალი დაუფროვდა და თავის იმდებს ბებიას გარდაცვალებაზე ამყარებს.) მოლოდინი არ გამართლდა – ბებია მოახლესთან ერთად გერმანიაში ჩადის. მაგრამ გენერლის „უბედურება“ ამით არ მთავრდება – ბებია გადაწყვეტს კაზინოში შეიაროს. აქ, კი როგორც ხშირად ხდება ალალბედზე მოთამაშე ბებიამ პირველ ჯერზე გარკვეული თანხა მოიგო, მაგრამ მოგების ჟინით შეპყრობილი, თანხის ხარჯვაზე კონტროლს კარგავს და ბოლოს რუსეთში დასაბრუნებლად საჭირო თანხას ინგლისელისგან სესხულობს. აქ მთავრდება ნაწარმოების პირველი ნაწილი.
ნაწარმოების მეორე ნაწილში ბებიას ადგილს უკვე ალექსეი ივანოვიჩი იკავებს, რომელიც თავიდან ძალიან დიდ თანხას იგებს, მაგრამ ქარაფშუტა მადმუაზელ blanche-სთან ერთად პარიზში მიემგზავრება და ისევ უფულოდ რჩება (2000 ფრანკს თუ არ ჩავთვლით. ალექსეის გონება მთლიანად დაპყრობილი აქვს მოგების სურვილს და მთელ დღეებს კაზინოში ატარებს- „სათამაშო დარბაზთან მიახლოებისას მიახლოებისას, ორი ოთახის იქით, ფულის წკრიალი რომ მესმის – ლამის კრუნჩხვები მივლის“; „რა თქმა უნდა, ნიადაგ შფოთსა და მოუსვენრობას ვგრძნობ, ცოტ-ცოტა ფულით ვთამაშობ, რაღაცას ველი, მთელი დღეები სათამაშო მაგიდას არ ვცილდები და თამაშს ვაკვირდები. სიზმარშიც კი თამაში მელანდება. მაგრამ დოსტოევსკი გვეუბნება, რომ ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის – ის აზარტის მონა ხდება. „მაგრამ ამასთან ერთად იმასაც ვგრძნობ, თითქოს გამოვცარიელდი, თითქოს რაღაც ჭაობში ჩავეფლე“. აზარტული თამაშების უბედურება მის დაუსრულებლობაშია – „ მე ყველაფერი, ყველაფერი წავაგე მაშინ… გამოვედი ვოკსალიდან. ერთიც ვნახოთ, ჯიბეში კიდევ ერთი გულდენი მიჩხრიალებს. ოჰო, მაშ, სადილის ფული მქონია მეთქი?! მაგრამ ასი ნაბიჯი რომ გავიარე, გადავიფიქრე და დავბრუნდი…“
როდის დაუბრუნდება „მოთამაშე“ ჩვეულებრივ ცხოვრებას?!
– ხვალ, ხვალ, გადაწყდება ყველაფერი!
დოსტოევსკი “მოთამაშე”
Filed under ლიტერატურა, წერილები